უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სრული მზადყოფნა აქვთ, რომ რუსული ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, წარმატების მოლოდინში არიან.

„მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რა დრო  დასჭირდება, თუმცა, ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ კონტრშეტევისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან.

ამავე საკითხზე კომენტარი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანას  იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე გააჩნია და სავარაუდოდ, კონტრშეტევაც დაიწყება.

 

მსგავსი თემები