უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რუსეთში საბრძოლო ნაწილები სანქციების გვერდის ავლით შედის

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ირანული „შაჰიდები“ რომელსაც რუსეთი  უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებს,  სათადარიგო ნაწილებით დასავლეთიდან მარაგდება. აღნიშნული ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დრონები დაშალეს და ნაწილები შეისწავლეს.

“ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. ისინი დავშალეთ და აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება ირანსა და რუსეთში“ –  აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

დანილოვი ითხოვს, გაირკვეს, სანქციების მიუხედავად, საიდან მოხვდა დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში.

 

მსგავსი თემები