პარლამენტთან სამი უფლებადამცველი დააკავეს

არასამთავრობო სექტორი პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველების გათავისუფლებას ითხოვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – აღნიშნულია  განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 3 ადამიანია დაკავებული.

 

მსგავსი თემები