USAID-ში აცხადებენ, რომ თბილისში წყლის ხარისხზე ინფორმაციას არ ფლობენ

თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას USAID-იც ეხმიანება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს.

USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ.  USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, – აღნიშნულია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები