ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბექა გრიგორიადისი გუშინ საღამოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როცა კარვის გაშლას ცდილობდა. აქციის მონაწილეები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.