,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ”- ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში” 30 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ.

,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციამ აქციაზე 9 მოთხოვნა დააყენა, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმარ თულია რუსეთის წინააღმდეგ. პირველი და ყველაზე მთავარი, როგორც ისინი აცხადებდნენ, მთავრობის გადაყენებაა. მეორე მოთხოვნა იყო რეფორმების ჩატარება, რაშიც მართვის სისტემის შეცვლა იგულისხმება. შემდეგ მოთხოვნა ელექროენერგიაზე დაწესებული ტარიფის გაუქმებას ეხება. ასევე, ითხოვდნენ ბჟანიას განკარგულების გაუქმებას, რომელიც უშვებს საქართველოსთან ვაჭრობას,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ჯემალ გამახარიამ რუსეთთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებაც ისაუბრა.

,,მოითხოვეს დე ფაქტო პარლამენტიდან შეთახმების გაწვევა, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებს ეხება. განკარგულება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაცემისა და მისი სარგებლობის შესახებ. პარლამენტი ამ დოკუმენტს ვერ იხილავს, იმდენად დიდია მოქალაქეების წინააღმდეგობა. დე ფაქტო პარლამენტი ვერ ბედავს ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესის დაწყებას. ეს რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღდეგ არის მიმართული. 18 მარტს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას  ”ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბირტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ”. როდესაც დგას საკითხი, რომ ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს, რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება აუცილებელი იქნება აფხაზეთში. ასევე მოითხოვეს, უარი ეთქვას კანონპროექტს აპარტოტელების და აპარტამენტების შესახებ. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემოვლით მეთოდთან, რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდოს მთელი შავიზღვისპირებითი. აპარტამენტებს ააშენებენ, იმის საკუთრება იქნება ვინც ააშენებს და ფაქტობრივად, რამდენიმე წელში, მთელს შავიზღვისპირებითს გამოაცლიან აფხაზეთს.

ასევე ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია მოითხოვეს. რუსეთი უმიზნებს აფხაზეთში არსებულ ენერგო სისტემას და საბოლოო მიზანია, ენგურჰესის ხელში ჩაგდება. ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას 20 მილიარდი რუბლი სჭირდება. სესხს ვერ გადაიხდის აფხაზეთი, ამიტომ რუსეთი ამბობს, რომ აღადგენს, თუმცა შემდეგ მისი საკუთრება უნდა იყოს. ამის შესახებ კანონპროექტიც მომზადებულია. კიდევ მოითხოვეს, ქალაქ სოხუმის განაშენიანების კოდექსის შექმნა, რომელიც ზღვისპირა ზოლის უცვლელად დატოვებას გულისხმობს. რუსეთს სურს მთელი შავიზღვისპირებითი აითვისოს და ამის წინააღმდეგაა მიმართული ეს მოთხოვნა. ამრიგად, მოთხოვნები, რომელიც აქცია იყო წამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული,”- ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ის, რომ რუსეთი აფხაზეთს ან რამეს დაგვითმობს, ილუზაა” – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები