„ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროპელ კოლეგებს ასევე ვუთხარი, რომ არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა, რომელის შედეგებს დღემდე ვიმკით“ – ეს გნცხადება პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტიდან გააკეთა.

პრემიერის შეფასებით, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ რუსეთმა ბაზები განათავსა საქართველოს ტერიტორიაზე.

„მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მოდერატორები იყვნენ ბრიტანეთის პრემიერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. მე კიდევ ერთხელ ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე.

მე ჩვენს ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ, ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ამ ოკუაციას, ჩენი ქვეყნის ტერიტორიების დროებით ოკუპაციას. ასევე ვუთხარი, რომ არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები