,,გამიზნულად გაკეთებული განცხადებაა, ერთგვარი შურისძიებაა”- ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ზელენსკის განცხადება ერთგვარი შურისძიებაა, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია.

,,ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება. ერთგვარი შურისძიებაა, რომ ერთგვარად დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია და განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

მსგავსი თემები