რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის. შესაბამისი კადრები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
„საერთაშორისო საერთო საცხოვრებლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა უშუალოდ ჭურვის დარტყმისგან, ნგრევა კი ადმინისტრაციულ შენობაშია. ქალაქში ელექტროენერგია არ არის“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.