თბილისში ბალახის ჰიდროთესვა დაიწყო – 100 000 მ2 ფართობი გამწვანდება

  •  

თბილისში ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წელს ბალახი ჰიდრო თესვის პრინციპით 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაიწყო. კერძოდ, ბალახი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ (ე.წ. ელიავას ბაზრობასთან), 2018 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 351 ძირი, სამი სახეობის არანაკლებ 3 მეტრის სიმაღლის ხე დაირგო. აქედან 186 ძირი აკაცია, 75 ძირი ჰიმალაის კედარი და 90 ძირი ნეკერჩხალია.

მსგავსი თემები