პარლამენტთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მიზეზი უცნობია, როგორც სამართალდამცველებმა ადგილზე განმარტეს, ის სამართალდამცველების მითხოვნას არ დაემორჩილა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ გააკეთა და განმარტა, რომ  აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.

„დაკავებული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას – აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ. მათ თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

 

მსგავსი თემები