„ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას“ – კონსტანტინე გამსახურდია მანანა არჩვაძეზე

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისმ ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი – კონსტანტინე გამსახურდია ძმის, ცოტნე გამსახურდიას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური დედა, მანანა არჩვაძე ყველანაირად ხელს უშლის მის ფეხზე დადგომას.

“მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს.

ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს.

ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით. დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელის შეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას – იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.

ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!”- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

 

მსგავსი თემები