ესპანეთი უკრაინას „ლეოპარდ 2“-ს ტანკებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას მხარდაჭერას და დახმარებას ამჯერადაც უდასტურებს. აღნიშნულის დასტურია ესპანური მხარის გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმაროს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, შეთანხმებულია ომში მყოფი მხარისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემა.

„უკრაინა კიდევ ოთხი „ლეოპარდ 2“ის საბრძოლო ტანკს და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტიას მიიღებს“ – აცხადებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი.

გარდა სამხედრო დახმარებისა, ესპანეთი უკრაინელი სამხედროების გადამზადებაშიც აქტიურად მონაწილეობს.

 

მსგავსი თემები