ფრინველის გრიპი რუსეთში – ნიჟნი ნოვგოროდის რამდენიმე რაიონში კარანტინია

რუსული მედიის ინფორმაციით, ნიჟნი ნოვგოროდის რამდენიმე რაიონში, კარანტინი გამოცხადდა. ფრინველის გრიპი მკვდარ თოლიებში აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, რეგიონში კარანტინი 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს შეზღუდვებს საზოგადოებრივი წვდომის ადგილებზე, სადაც მკვდარი ფრინველებია, რაც ასეთ ადგილებში მუშაობის საშუალებას მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს აძლევს. ასევე იკრძალება ავადმყოფი ფრინველების მკურნალობა, ფრინველების იმპორტი-ექსპორტი, კვერცხების ინკუბაცია, ფრინველების გადაადგილება.

მსგავსი თემები