დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა

ვაშინგტონში,  დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა. გამოძიების ვარაუდით,  შეჯახება გამიზნული იყო.

„როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლებმა სატვირთო მანქანაში სვასტიკის გამოსახულებიანი დროშა იპოვეს.

„წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მძღოლი, შესაძლოა, ლაფაეტის მოედანზე უსაფრთხოების ბარიერებს გამიზნულად შეეჯახა“, – ნათქვამია საიდუმლო სამსახურის  განცხადებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და  გადაიკეტა რამდენიმე საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

 

მსგავსი თემები