,,საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.

„ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ, ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები