პარლამენტის თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  •  

საქართველოს პარლამენტის თბილისის და ქუთაისის შენობების ფასადზე, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის  პატივსაცემად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვება.
ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

 

მსგავსი თემები