,,ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმეინება. მისი თქმით,ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურები და წესებია საჭირო და ეს პროცესი გამჭვირვალეა.

,,სამწუხაროა, რომ “იმედმა” აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 მოცეკვავეს, ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი არის გამჭვირვალეა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, კობახიძის განცხადებით, ანსამბლი “მართვე”აშშ-ში მიდიოდა, საელჩომ მოითხოვა, რომ სათითაოდ შეეტანათ ვიზებისთვის განაცხადი, ვადები კი ნოემბრის ჩათვლით დაასახელეს, მაშინ, როდესაც ”გასტროლები” ივლისში უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი, 50 ბავშვი აშშ-ში ვერ გაემგზავრა.

მსგავსი თემები