,,სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, არაფერი არ იქნება”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება.

,,სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, არაფერი არ იქნება. სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი
არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს  და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება,  დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ და ანადგურებენ. ეგერ, ერთი საავადმყოფოშია, მეორე – დამალულია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი თემები