,,რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, ამის მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა”- კობახიძე

,,ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამას ყველა გაგებით ეკიდება და არავინ საყვედურობს.

„ჩვენ გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა და ხშირად ამას გვსაყვედურობენ, რატომ ვართ ფრთხილები, პრაგმატულები და რატომ არ ვსჯით საკუთარ ხალხს. ეს ყველაფერი რომ გადაითარგმნოს, რას გულისხმობს სინამდვილეში, ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, ოღონდ, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ“, – განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები