,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი”- ანა ნაცვლიშვილი

 ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა ევროპისკენ მიმავალი კარი ჩაკეტოს.

,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე, ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი და აქციოს საქართველო უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ ტერორისტულ და გენოციდის მომწყობ სახელმწიფოდ,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

მსგავსი თემები