,,რუსეთის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ”- გია ვოლსკი

,,რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ,  ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღებას გამოეხმაურა.

,,რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები”,- განაცხადაა გია ვოლსკიმ.

ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

მსგავსი თემები