გუდამაყრის ხეობაში ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდამაყრის ხეობაში, ჯომარდობის დროს, არაგვის მიერ გატაცებული  ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტურისტი ლიეტუვის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, გუშინ, ჯომარდობის დროს ორი ტურისტი არაგვმა გაიტაცა. ერთ-ერთი ტურისტის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს.

მსგავსი თემები