,,ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთიდან რუბლებს”- ალუდა ღუდუშაური

„პირველი ალბათ ელენე ხოშტარია იქნება, ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს“,-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„ელენე ხოშტარია რომ რუბლებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, როგორც ჩანს, კურსთან დაკავშირებით ნერვიულობს, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, თუ ფრენები იქნება აღდგენილი, პირველი ალბათ ეგ იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ “ქეშად” აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს.

იმ ჯგუფების მხრიდან რაიმეს გაპროტესტება, რომლებიც რეალობას აცდენილები არიან და პირდაპირ რადიკალურ პოლიტიკური ჯგუფების ბანაკში არიან, თვალი მოვკარი პარლამენტთან (აქციაზე) იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ცდილობდა პარლამენტისთვის ობიექტურობა დაემტკიცებინა, თქვენ ხედავთ ამ ადამიანებს ყველა პოლიტიკურ აქციაზე. ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია მოახდინა და ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა, საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის.”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები