უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის გაშვებული 18 რაკეტიდან ყველა ჩამოაგდეს – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული 18 რაკეტიდან ყველა ჩამოაგდეს.

,,16 მაისს დაახლოებით 03:30 საათზე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ექვსმა MiG-31K თვითმფრინავმა გაისროლა ექვსი “კინჟალის” აერობალისტიკური რაკეტა, ცხრა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის გემებიდან და სამი სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M). 18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ”, – წერს ვალერი ზალუჟნი.

 

მსგავსი თემები