პრაღაში ახალ წელს დაბადებულ ბავშვებს ფულს დაურიგებენ

პრაღაში ახალ წელს დაბადებულ ბავშვებს ფულს დაურიგებენ. პრაღის საკრებულომ ფინანსური დახმარება 15000 ჩეხური გვირგვინის (635 ევრო) ოდენობით დაამტკიცა.

წინა ორი წლის განმავლობაში პრაღა 1 იანვარს დაბადებულ ბავშვებს სამახსოვრო მონეტებს აძლევდა, ახლა კი მერიამ ფულადი დახმარება გადაწყვიტა.

ჩეხეთის დედაქალაქის მერის ბოჰუსლავ სლობოდას განცხადებით, წელს თანხას 19 ბავშვი მიიღებს – 12 გოგონა და შვიდი ბიჭი. გასულ წელს საჩუქრად 21 ბავშვმა მიიღო, წინა წელს – 27.

ახალი წლის ღამეს დაბადებულთათვის საჩუქარი დროებით გააუქმა წინა საკრებულომ, რომელსაც მეკობრეების პარტიის წარმომადგენელი ზდენეკ გრზიბი ხელმძღვანელობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი საჩუქრები უსამართლოა სხვა ბავშვების მიმართ.

პრაღის საკრებულოს წევრმა „მეკობრეებიდან“ ადამ ზაბრანსკიმ განაცხადა, რომ პარტიამ  მხარი წინადადებას ამჯერადაც არ დაუჭირა.

„მესმის სიმბოლური ჟესტის გაკეთების მცდელობა, მაგრამ არ მესმის ეს სიმბოლიკა“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ფულადი საჩუქარი „ყოველ ზღვარს კვეთს“.

 

მსგავსი თემები