,,ლაპარაკის გამო ამ ქვეყანაში იჭერენ, ეგეთი ქვეყანა ვართ, რუსეთი ვართ”- ზურაბ ჯაფარიძე 

დღეს, 16 მაისს ერთი წელი გავიდა, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია პატიმრობაშია. აღნიშნულ ფაქტს ”გირჩი-მეტი თავისუფლებს” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება.

,,ნიკა გვარამია ციხეში ზის 1 წელია ლაპარაკის გამო. ლაპარაკის გამო ამ ქვეყანაში იჭერენ. ეგეთი ქვეყანა ვართ, რუსეთი ვართ.

ვინც გარეთ ვართ, უნდა გვესმოდეს – მხოლოდ იმიტომ არ ვართ გამომწყვდეულები რომ ჩვენი ლაპარაკი არ არის აღქმული საკმარისად საშიშად არსებული რეჟიმის მიერ (ჯერჯერობით მაინც).

რომ იყოს, ჩვენც ვიჯდებოდით, როგორც გვარამია ზის,”- წერს ჯაფარიძე.

 

მსგავსი თემები