უკრაინის კონტრშეტევის წარმატება გადამწყვეტი იქნება მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატება იქნება გადამწყვეტი მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად.

მისი თქმით,  საფრანგეთი მზად არის, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს.

„ამ კონტრშეტევის წარმატება იქნება გადამწყვეტი მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ ვაწვდით ყველაფერს, თუმცა არ მივდივართ ომზე რუსეთთან. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუსი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომლითაც შესაძლებელია რუსეთამდე მიღწევა ან რუსეთზე თავდასხმა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

მსგავსი თემები