,,საკითხავი ისაა, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა” – კელი დეგნანი

,,საკითხავი ის არის თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ პუტინს რომ ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან

,,ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასთან და რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, საკითხავი ის არის თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. ვფიქრობ, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ პუტინს რომ ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან რომ წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება,” – აცხადებს კელი დეგნანი. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ძალაში დღეიდან, 15 მაისიდან შედის.

მსგავსი თემები