,,პირდაპირ ფრენებზე თანხმობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამართლება ამ საკითხის  ჰუმანიტარული მოსაზრებებით არის დაცინვა”- ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის  განცხადებით,  რუსეთი საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი შეთანხმების საგანია.

,,პირდაპირი ფრენების აღდგენა ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი, ამიტომ ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ რუსეთმა ასე გადაწყვიტა და ჩვენ არაფერი პოზიცია არ შეგვიძლია დავაფიქსიროთ. პირდაპირი ფრენა ვერ გახორციელდება თუ არ იქნება საქართველოს თანხმობა. ამიტომ, ეს თანხმობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამართლება ამ საკითხის  ჰუმანიტარული მოსაზრებებით არის დაცინვა და ცინიზმი მათ შორის ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც იძლებულები არიან, რომ რუსეთში იცხოვრონ,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ძალაში დღეიდან, 15 მაისიდან შედის.

 

მსგავსი თემები