ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი სანიაღვრე არხში იპოვეს

ზუგდიდში, ბერიას და ჩიტაძის ქუჩების კვეთაზე, სანიაღვრე არხში ახალგაზრდა კაცი  გარდაცვლილი იპოვეს.

”მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.

ადგილზე მუშაობს პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები