,,ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია” – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, გეგმავენ პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას.

,,მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. “მთავარი არხის” ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის”, – განაცხადა ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი თემები