რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს – ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ვედანტ პატელის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს.

მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი. მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20 პროცენტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენისა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილების ხილვას“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

მსგავსი თემები