ხეხილის ახალი ბაღები სახელმწიფო დაფინანსებით გაშენდება

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღების 6,565 ჰექტარზე გაშენება იგეგმება. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,414,767 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,562 ჰა მიწის ფართობზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, 7.3 ჰა-ზე, ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა.

მათივე ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარმა, კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის, სახელმწიფოსგან 43,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24,944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18,325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

მსგავსი თემები