პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა

  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ  განკარგულებაშია ნათქვამი. ,,ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება”, – ნათქვამია დოკუმენტში. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან. ,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ პრინციპული მიდგომის შესაბამისია ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად,”- წერს რუსული მედია. ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ, რაც თბილისში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, … ვრცლად პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა