,,ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში”- პაპუაშვილი

ვხედავთ, სამწუხაროდ, ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება მიექცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი  თქმით,  რამდენიმე პარტიას ჩამოყალიბებული აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები და . ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის.

„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება მიექცეს. „დროას“, „გირჩს“, „ევროპულ საქართველოს“ ჩამოყალიბებული აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა მხოლოდ აფილირებული ამ პარტიებთან, არამედ მათი ლიდერების დაფუძნებულია და იმართება მათ მიერ. ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის უკანონო დაფინანსება პარტიების. ამიტომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს და ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ დაფინანსება. მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ. თუნდაც, IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში „გირჩის“ პარტიის გაგრძელებაა. ასევე, რა მიზნებით აფინანსებს და რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით იარაღთან ახალგაზრდების შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო მაშინ საუბარი, როცა ჩვენ ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობის მნიშვნელობაზე. მაშინ, სამწუხაროდ, არასწორად იყო ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, აქ სხვა ინტერესები იყო – დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რაც საქართველოში შემოედინება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები