უკრაინას აქვს ყველაფერი, რათა საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინას  ტერიტორიის დასაბრუნებლად საჭირო რესურსი აქვს.

„მათ აქვთ რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ წარმატებული ტერიტორიის აღდგენა, რომელიც ძალით იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ ბოლო 14 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ის გულისხმობს არა მხოლოდ იარაღს, არამედ ტრენინგებსაც.

„ეს უზრუნველყოფს, რომ უკრაინელებმა შეძლონ იმ სისტემების გამოყენება, რომლებიც გადავეცით. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინელებს ჰქონდეთ სწორი გეგმები, რათა წარმატებულები იყვნენ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები