თუ შინაური ცხოველი რეგისტრირებული არ გყავთ, დაჯარიმდებით

არარეგისტრირებული ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. დაჯარიმდებით იმ შემთხვევაშიც, თუ შინაური ცხოველის გასეირნების წესს დაარღვევთ ან სახლში სათანადო პირობებს არ შეუქმნით.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა  გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მონიტორინგის შედეგად, რომელიც პარკებსა და სკვერებში ტარდება, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე მატულობს.

„ჩვენი ქვეითი მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გადაადგილდებიან სხვადასხვა სკვერში და ატარებენ მონიტორინგს. მონიტორინგი ეხება როგორც შინაური ცხოველის მოვლა პატრონობას, ისე, რეგისტრაცია -იდენთიფიკაციას, გასეირნების წესების დაცვას.   ბოლო პერიოდში, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რომ ყველა შინაური ცხოველი იყო რეგისტრირებული, რომელიც შეამოწმა ჩვენმა ეკიპაჟმა. მინდა გითხრათ, რომ მონიტორინგმა დადებითი ეფექტი გამოიღო მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით“ – აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

კითხვაზე, თუ შინაური ცხოველი არ არს რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში რა ხდება? კობიაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგვიწევს.

„ამ შემთხვევაში, მეპატრონე ექვემდებარება ჯარიმას. პირველ რიგში, თქვენ მოგეთხოვებათ, ცხოველი იყოს რეგისტრირებული. მეტისის შემთხვევაში კი აუცილებელია სტერილიზაცია-აკარსტრაზია. შემდეგია, ცხოველისთვის საჭირო პირობების შექმნა რომ მას  ჰუმანურად იცხოვროს სახლში, ასევე, გასეირნების წესების დაცვა – 19:00 დან 23:00 საათამდე როცა გამოგყავს ცხოველი უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბმელი, ან შესაძლებელია მოკლე საბმელი ალიკაპის გარეშე. ეს არის ელემენტარული წესები, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას“ – აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

გასეირნების წესების დარღვევა ექვემდებარება 20 ლარიან ჯარიმას, თუმცა, პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც სანქციების გაზრდას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები