წალენჯიხაში სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში, სამესხიოს უბანში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამსახური პირველი სართულის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა, სახლი მთლიანად განადგურდა.

სახლი სოციალურად დაუცველ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც ძმის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ადგილზე მისულმა მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტი დაზარალებულს 15 000 ლარით დაეხმარება და ამავდროულად, მიეხმარება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.

მსგავსი თემები