„რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან მისი შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკუდურესად სუსტად არის.

„ჩემი ხედვით, უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს. ის უკიდურესად სუსტად არის, რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ ადამიანს.

ამასთან, არანაირი ინფორმაცია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე პირადად არ მაქვს. ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, – განაცხადა ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები