ვანში, არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც არასრულწლოვანს „მარშრუტკის“ მძღოლი სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებს, შსს-მ გამოძიება დაიწყო. საუბარია შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე.

„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ვიდეომასალით, რომელიც მოსწავლეებმა გაავრცელეს,  სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებს. ბავშვებმა ამის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა.

არასრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელებაზე ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები