რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის მოზარდი გაიტაცეს

გატაცების მორიგი შემთხვევა – რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 16 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, არასრულწლოვანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა.

ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

მომხდარ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. 

მსგავსი თემები