,,არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს”- კალაძე

  ,,არ  გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს,” – ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს. „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.