,,ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც” – ასე ეხმიანება„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ლევან ხაბეიშვილზე გაკეთებული განცხადებას.

ზარქუა სალომე სამადაშვილს ხელმოცარული დიპლომატს უწოდებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პირას არიან, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გაემიჯნოს, ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ოღონდ, ხელმოცარული დიპლომატი – რატომ ვუწოდებ? – 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ერთ სახელმწიფოს ვერ დაადებინა და ახლა დღეს თავგამოდებით უკრაინელები გახდნენ. ეს არის ამათი კომპეტენცია. ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? – ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც. იმ სამს სჯერა, რომ პარტიაში იმპერატორები არიან. ახლა ხაბე არ მოსწონთ, არაფერიც, ხაბე იმსახურებს „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობა“ – ხაბეს“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა განაცხადა – „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებზე. ამას ანი წითლიძე თუ არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მას და ხაბეიშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა 14 პროცენტი, შეუძლია, ეს აჩვენოს. მე ასე არ ვფიქრობ”.

 

 

 

ირაკლი ზარქუას კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

მსგავსი თემები