2022 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.4 პროცენტი იღებდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 647 738-მდე გაიზარდა. შედეგად, საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.4 პროცენტი იღებს.

აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 9.2 პროცენტით არის გაზრდილი.

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა  ასე გამოიყურება: 2018 წელი – 438 583 ადამიანი, 2019 წელი – 441 448 ადამიანი, 2020 წელი – 483 702 ადამიანი, 2021 წელი – 587 524 ადამიანი, 2022 წელი – 647 738 ადამიანი.

მსგავსი თემები