„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა”- შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა. ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას, ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – წერს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები