უკრაინა მოკავშირეებს კონტრშეტევის დეტალებს უმალავს – Politico  

უკრაინა მოახლოებული საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებს უმალავს, რათა თავიდან აიცილოს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეტევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico  ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს, მიზეზად კი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა სახელდება.

კიევი თავს იკავებს კონტრშეტევითი ინფორმაციის გაზიარებისგან, მათ შორის ჯარების განლაგების ვადის, ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ.

უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც მედიას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ კიევის მაღალი თანამდებობის პირები კონტრშეტევის დეტალებს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც არ უზიარებენ.

”ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის გეგმა,” – თქვა დეპუტატმა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ კი განაცხადა: ”მათ არ აქვთ ვალდებულება შეგვატყობინონ ან წინასწარ გვითხრან”.

მსგავსი თემები