რუსეთმა ომში დაახლოებით 191 940 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 191 940 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთისსამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება: ჯარისკაცი – დაახლოებით 191 940;
​ტანკი – 3 702; ჯავშანტექნიკა – 7 199; საარტილერიო სისტემა – 2 946; სარაკეტო სისტემა – 544;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 300; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 505; საკრუიზო რაკეტები – 947; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 865; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 363.

მსგავსი თემები