რუსეთის, ბელარუსის, ირანის, მიანმარის, სირიის, ავღანეთისა და ვენესუელას ლიდერებს დიდმა ბრიტანეთმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიალისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნა.
„მოიწვიეს სახელმწიფოს მეთაურები სხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც დიდ ბრიტანეთს აქვს სრული დიპლომატიური ურთიერთობა“, – იუწყება Reuters წყაროზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 6 მაისს არის დაგეგმილი.