დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა. მოკლულთა შორის არის დედა და 9 წლის ვაჟი.

 

პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. სამართალდამხველებმა მამაკაცი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.  პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა.

გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. მოქალაქეებმა მას სროლის შეწყვეტა სთხოვეს, რასაც ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა.

მსგავსი თემები